დღეს უკვე შეუძლებელია ისეთი სამყარო წარმოიდგინო, სადაც ტექნოლოგია არ არსებობს, ის ყველგანაა: ჩვენს სახლში, სკოლაში, ქალაქში და ჩვენი შვილების ყოველდღიურობაშიც. ეკრანზე მოძრავი გმირები, ციფრული თამაშები, ჭკვიანი სათამაშოები – ბავშვების გარშემო ყველაფერი ტექნოლოგიით იმართება. სწორედ ამიტომ, ბავშვისთვის ტექნოლოგიასთან პირველი შეხება აღარ არის მხოლოდ გასართა – ეს არის პირველი ნაბიჯი მომავლისკენ, სადაც ცოდნა, შემოქმედება და ტექნოლოგია ერთმანეთს ერწყმის.
ბავშვების ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა ტექნოლოგიების სამყაროში შესვლის მთავარი ძალაა. როცა პატარა ხედავს, როგორ მუშაობს რობოტი ან როგორ იქმნება თამაში, მის გონებაში ჩნდება კითხვა: „როგორ გააკეთეს ეს?“ – ეს კითხვა კი შეიძლება გახდეს შესასვლელი ახალ რეალობაში. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ის გზა, რომელიც ბავშვს ნელ-ნელა აქცევს ტექნოლოგიის არა მხოლოდ მომხმარებლად, არამედ შემქმნელად.
თანამედროვე სწავლება სულ უფრო მეტად ეფუძნება პრინციპს, რომ თამაში არის საუკეთესო გზა ცოდნის მისაღებად. ბავშვს შეუძლია ერთდროულად იფიქროს, გაერთოს, ისწავლოს და ეს პროცესი ბუნებრივად აყალიბებს მას როგორც შემოქმედ ადამიანს. რობოტიკის გაკვეთილზე საკუთარი მოდელის აწყობა, 3D მოდელირების პირველივე მცდელობა ან თამაშის შექმნა არა მხოლოდ გართობაა, არამედ მოტივაცია . ის ხედავს, რომ საკუთარი ძალებითაც შეუძლია რაღაცის შექმნა და ამ მომენტში სწავლა აღარ ჰგავს დავალებას. ის გარდაიქმნება აღმოჩენად, რომელიც აძლიერებს თავდაჯერებას, აღვიძებს პასუხისმგებლობის გრძნობას და აღძრავს ინტერესს შემოქმედების მიმართ.

სხვა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გარემო, რომელიც ბავშვს აძლევს სივრცეს და თავისუფლებას ოცნებისთვის. როდესაც მასთან ერთად არის მხარდამჭერი მასწავლებელი, ინოვაციური სივრცე და სწორი ინსტრუმენტები, ტექნოლოგია აღარ არის შიშით სავსე უცნობი სამყარო, ის ხდება ხიდი იდეასა და შედეგს შორის. ასეთი გარემო ბავშვს აჩვევს, რომ შეცდომა არ არის მარცხი – ეს არის გზა უკეთესის შესაქმნელად.
ბავშვის პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიაში ხშირად იწყება ერთი პატარა ინტერესით, რომელიც სწორად წარმართვის შემთხვევაში შეიძლება გახდეს მისი მომავლის საფუძველი. ტექნოლოგია აღარ არის მხოლოდ პროგრამირება ან მოწყობილობების ცოდნა – ეს არის აზროვნების ფორმა, სამყაროს დანახვის ახალი გზა. ეს ნიშნავს პრობლემის სწორად აღქმასა და მისი გადაჭრის უნარს. რაც უფრო ადრე დაუახლოვდება ბავშვი ტექნოლოგიურ სფეროს, მით უფრო მზად იქნება იმ სამყაროსთვის, სადაც ინოვაცია უკვე ყოველდღიური რეალობაა. მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც ბავშვობიდან სწავლობს არა მხოლოდ როგორ იმუშაოს ტექნოლოგიასთან, არამედ როგორ შექმნას იგი. ამიტომაც, თითოეული მშობლის გადაწყვეტილება, მისცეს შვილს ტექნოლოგიურ სამყაროში პირველი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რეალურად ნიშნავს მისი მომავლისკენ გადადგმულ ყველაზე დიდ ნაბიჯს.
დაათვალიერეთ სტეპ სკოლის გარემო და გაეცანით მიღების წესს.

