კლუბები
სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება სკოლის მოსწავლეებისთვის შეთავაზებულია კლუბების სახით
კლუბები ხელ უწყობს
გამჭოლი უნარების, მეწარმეობის, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების განვითარებას
ინიციატივების გამოვლენასა და საქმედ ქცევას მოსწავლეებში
აღძრავს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ დამატებით ინტერესს
კლუბები
ექსპერიმენტული ფიზიკის კლუბი
მსმენელები იმუშავებენ სხვადასხვა სახის საინტერესო ცდებზე, რომლებიც შემდეგ ასევე შეიძლება გამოიყენოს გაკვეთილების მიმდინარეობისას; მათი საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ ფიზიკურ მოვლენებს; შედეგად აუმაღლდებათ მოტივაცია და აიწევს მათი აკადემიური მოსწრება
ექსპერიმენტული ქიმიის კლუბი
ეს კლუბი ხელს შეუწყობს საგნის სიღრმისეულ შესწავლას. მოსწავლეები განიხილავენ ქიმიასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებს. მოსწავლეები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ. შეისწავლიან ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარების მეთოდებს, უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით
ექსპერიმენტული ბიოლოგიის კლუბი
მსმენელები იმუშავებენ სხვადასხვა სახის საინტერესო ცდებზე, რომლებიც შემდეგ ასევე შეიძლება გამოიყენოს გაკვეთილების მიმდინარეობისას; მათი საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ ფიზიკურ მოვლენებს; შედეგად აუმაღლდებათ მოტივაცია და აიწევს მათი აკადემიური მოსწრება
ინფორმატიკა-რობოტიკის კლუბი
მსმენელები შექმნიან სხვადასხვა სახის რობოტებს, მოწყობილობებს, ავტომატიზირებულ სისტემებს და ა.შ. ამ მოწყობილობების წარმოსადგენად შესაძლებელი იქნება ჩატარდეს როგორც შიდასასკოლო, ასევე უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები; ამით მოსწავლეები დაინახავენ ფიზიკის როლს მეცნიერებაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიურ პროცესებში
ემოციური ინტელექტი
კლუბი ხელს შეუწყობს მოსწავლეს გაითავისოს და სიღრმისეულად გაათვითცნობიეროს ემოციური ინტელექტის ოთხი უნარი თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება და ურთიერთობების მართვა.
მე მეცნიერი
მოსწავლეები გაეცნობიან მეცნიერული მუშაობის მეთოდებს, რაც ხელს შეუწობს სამეცნიერო -კვლევითი უნარების (მათ შორის, რაოდენობრივი) განვითარებას.
სოციალური მეწარმეობა
მოსწავლეები დაეუფლებიან მეწარმოების უნარებს მიიღებენ ცოდნას მეწარმეობის და სოციალური პასუხისმგებლობის, ასევე, ბიზნესთან თანამშრომლობის სტრატეგიებზე და მიდგომებზე.
პროფესიები სკოლის პარალელურად
მოსწავლეებს შეეძლებათ სკოლის პარალელურად აირჩიონ პროფესია პროგრამირების ან გრაფიკა-დიზაინის მიმართულებით, დაეუფლონ შრომით უნარებს, მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატი და ადვილად დასაქმდნენ ადრეულ ასაკში – თუნდაც უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად.
პროგრამირება
მოსწავლეები გაეცნობიან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სასიცოცხლო ციკლს და მოდელებს. შეეძლებათ იმუშაონ მონაცემთა ბაზებთან და შექმნან ვებ-გვერდები.
საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობა
სწავლის დასრულების შემდეგ ჩააბარებენ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებს, რაც საშუალებას მისცემს უფრო მარტივად დასაქმდნენ, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურ ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად, მონაცემთა ბაზების დეველოპერად, Software ანალიტიკოსად, ან სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით.
გრაფიკა და დიზაინი
მოსწავლეები შეძლებენ იმუშაონ კომპანიის ბრენდის სრულ ციკლზე – ლოგოს შექმნა, ფერების შერჩევა, ემოციური ტონისა და კომპანიის სტილის შემუშავება, კომპანიის ბრენდის მიხედვით შექმნან ვებგვერდის UX და UI დიზაინი, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადია.
საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობა
სწავლის დასრულების შემდეგ ჩააბარებენ Adobe-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებს, რაც საშუალებას მისცემს უფრო მარტივად დასაქმდნენ, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურ ბაზარზე.
თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება
დირექტორტან შეხვედრა ან სკოლაში ტურის ორგანიზება, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ თვითონ დაგიკავშირებით
დამატებითი ინფორმაცია
სკოლაში სწავლის დაწყება იგეგმება 2024 წლის 16 სექტემბერს.
სკოლა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, უსაფრთხო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისათვის განკუთვნილი ლაბორატორიებით, თანამედროვე სპორტული დარბაზით, თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი კომპიუტერული და შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახებით.
მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სპორტულ დარბაზში მოემზადებიან ისეთ სპორტულ მიმართულებში, როგორიცაა კიოკუშინ კონტაქტური კარატე, კრივი, საბავშვო ფიტნესი, მძლეოსნობა, კროსს ფიტი.
ფიზიკური უსაფრთხოების დაცვისათვის სკოლას ჰყავს დაცვის თანამშრომლები, სკოლის ეზო არის შემოღობილი და დაცული. შენობა სრულად არის აღჭურვილი უსაფრთხოების ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით.
სკოლა გეგმავს კლასების დაკომპლექტებას შედარებით მცირე ჯგუფებით, კერძოდ, კლასში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა განისაზღვრება 15 მოსწავლით.
სკოლა მუშაობს 09:00 დან 17:00 საათამდე. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ გაკვეთილების შემდგომ, 15.30 სთ-დან 17.00 სთ-მდე, დარჩნენ სკოლის ტერიტორიაზე, იმუშაონ სხვადასხვა პროექტებზე, მიიღონ საჭირო დახმარება და კონსულტაცია. ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით შესაბამის ბმულზე.
სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული არჩევანის მხარდაჭერა, რისთვისაც გათვალისწინებულია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელება.