მიღების ფორმები
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ორგანიზაციის დირექტორის სახელზე უფლებამოსილი პირის (მოსწავლის მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან სრულწლოვანი მოსწავლის) მიერ ხელმოწერილი წერილობითი განცხადება
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოურ ენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
მშობლის გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლობის უფლების მქონე დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოურ ენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი)
მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი (უცხოურ ენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი)
უცხოენოვანი საგანმანათლებლო დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში – დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩარიცხვისთვის მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა
თუ გაქვთ კითხვები
თავისუფლად იგრძენი თავი, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები და მოითხოვე კონსულტაცია.
დამატებითი ინფორმაცია
სკოლაში სწავლის დაწყება იგეგმება 2024 წლის 16 სექტემბერს.
სკოლა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, უსაფრთხო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისათვის განკუთვნილი ლაბორატორიებით, თანამედროვე სპორტული დარბაზით, თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი კომპიუტერული და შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახებით.
მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სპორტულ დარბაზში მოემზადებიან ისეთ სპორტულ მიმართულებში, როგორიცაა კიოკუშინ კონტაქტური კარატე, კრივი, საბავშვო ფიტნესი, მძლეოსნობა, კროსს ფიტი.
ფიზიკური უსაფრთხოების დაცვისათვის სკოლას ჰყავს დაცვის თანამშრომლები, სკოლის ეზო არის შემოღობილი და დაცული. შენობა სრულად არის აღჭურვილი უსაფრთხოების ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით.
სკოლა გეგმავს კლასების დაკომპლექტებას შედარებით მცირე ჯგუფებით, კერძოდ, კლასში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა განისაზღვრება 15 მოსწავლით.
სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული არჩევანის მხარდაჭერა, რისთვისაც გათვალისწინებულია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელება.