პროგრამები

რატომ STEP SCHOOL?

ისწავლე ექსპერიმენტებით და განავითარე შენი შესაძლებლობები

მიიღე ცოდნა რომლითაც მსოფლიო ვითარდება

იფიქრე შენს კარიერაზე პროფესიონალებთან ერთად

ისწავლე განსხავავებულ გარემოში და გახდი სიახლის შემოქმედი

მიმართულებები

საბაზო საფეხური

VII-IX კლასები

საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

საშუალო საფეხური

X-XII კლასები

საშუალო საფეხურის მისიაა საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

XI და XII კლასელებისათვის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შეთავაზებული იქნება აბიტურის პროგრამა.

მიღების ფორმები

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ორგანიზაციის დირექტორის სახელზე უფლებამოსილი პირის (მოსწავლის მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან სრულწლოვანი მოსწავლის) მიერ ხელმოწერილი წერილობითი განცხადება

განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);

მშობლის გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლობის უფლების მქონე დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი)

მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი)

უცხოენოვანი საგანმანათლებლო დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში – დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩარიცხვისთვის მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა

თუ გაქვთ კითხვები

თავისუფლად იგრძენი თავი, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები და მოითხოვე კონსულტაცია.

დამატებითი ინფორმაცია

სკოლაში სწავლის დაწყება იგეგმება 2024 წლის 16 სექტემბერს.

სკოლა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, უსაფრთხო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისათვის განკუთვნილი ლაბორატორიებით, თანამედროვე სპორტული დარბაზით, თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი კომპიუტერული და შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახებით.

მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სპორტულ დარბაზში მოემზადებიან ისეთ სპორტულ მიმართულებში, როგორიცაა კიოკუშინ კონტაქტური კარატე, კრივი, საბავშვო ფიტნესი, მძლეოსნობა, კროსს ფიტი.

ფიზიკური უსაფრთხოების დაცვისათვის სკოლას ჰყავს დაცვის თანამშრომლები, სკოლის ეზო არის შემოღობილი და დაცული. შენობა სრულად არის აღჭურვილი უსაფრთხოების ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით.

სკოლა გეგმავს კლასების დაკომპლექტებას შედარებით მცირე ჯგუფებით, კერძოდ, კლასში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა განისაზღვრება 15 მოსწავლით.

სკოლა მუშაობს 09:00 დან 17:00 საათამდე. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ გაკვეთილების შემდგომ, 15.30 სთ-დან 17.00 სთ-მდე, დარჩნენ სკოლის ტერიტორიაზე, იმუშაონ სხვადასხვა პროექტებზე, მიიღონ საჭირო დახმარება და კონსულტაცია. ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით შესაბამის ბმულზე.

სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული არჩევანის მხარდაჭერა, რისთვისაც გათვალისწინებულია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელება.