რობოტიკის კლუბი
სტეპ სკოლის რობოტიკის კლუბი არის ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოსწავლეები ეცნობიან რობოტების შექმნას, პროგრამირებას და მართვას. ჩვენი პროგრამა აერთიანებს STEM განათლების საუკეთესო პრაქტიკებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

რობოტიკის კლუბის მიზანი
კლუბის მიზანია მოსწავლეებში განავითაროს კრეატიული აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარი და ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნის შესაძლებლობები. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს უნიკალური პოტენციალი გახდეს ინოვატორი და შემოქმედი. რობოტიკის კლუბში მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს, არამედ ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებით მიდგომას და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარს.

ვისთვის არის კლუბი?

მომავალი ინოვატორებისთვის
აღმოაჩინე რობოტების სამყარო, შექმენი ჭკვიანი მოწყობილობები და ისწავლე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

შემოქმედებითად მოაზროვნეებისთვის
გადაჭერი რთული ამოცანები კრეატიული გზით, ააწყვე და დააპროგრამე შენი რობოტი.

მომავალი პროფესიონალებისთვის
შეიძინე მოთხოვნადი უნარები, დაეუფლე პროგრამირებას და გაიცანი ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობები.

მომავალი გამომგონებლებისთვის
აღმოაჩინე მეცნიერების საოცარი სამყარო, ჩაატარე ექსპერიმენტები და შექმენი ინოვაციური პროექტები.

კლუბში გაწევრიანება შეუძლია, როგორც სტეპ სკოლის, ასევე ნებისმიერი სხვა სკოლის მოსწავლეებს. სტეპერებისთვის კლუბი უფასოა.
რას შეისწავლიან ბავშვები?
რობოტიკისა და ელექტრონიკის საფუძვლები
- ელექტრონიკა – ელექტრული წრედების აწყობა და ანალიზი
- LED განათების სისტემები – განათების მართვის ტექნიკა
- რეზისტორები, კონდენსატორები და სხვა კომპონენტები – მათი როლი და გამოყენება
- პრაქტიკული პროექტები – მაგალითად, LED მატრიცის შექმნა
მიკროკონტროლერებისა და პროგრამირების საფუძვლები
- BBC Micro:bit და Arduino – მიკროკონტროლერების პროგრამირება
- პროგრამირების საფუძვლები – მარტივი კოდის წერა და ალგორითმები
- სენსორების გამოყენება – ტემპერატურის, მოძრაობის, განათების სენსორები
- მოტორების მართვა – სერვო და DC მოტორების კონტროლი
- რეალური პროექტები – მეტეოსადგურის, რობოტ-მანქანის და სხვა სისტემების შექმნა
რადიო და უკაბელო კომუნიკაცია
- რადიო კომუნიკაციის საფუძვლები – სიგნალების გაგზავნა და მიღება
- უკაბელო კომუნიკაციის პრინციპები – Wi-Fi, Bluetooth, NRF მოდულები
- მონაცემების გადაცემა მოწყობილობებს შორის – IoT ტექნოლოგიების საფუძვლები
- დისტანციური მართვის სისტემები – რობოტებისა და სენსორების მართვა
3D მოდელირება და ბეჭდვა
- Tinkercad-ში მუშაობა – 3D მოდელირების საბაზისო უნარები
- რობოტის ნაწილების დიზაინი – კორპუსის და მექანიკური ნაწილების შექმნა
- 3D ბეჭდვის პრინციპები და პრაქტიკა – მასალების არჩევა და პრინტერების გამოყენება
ლაზერული ჭრის ტექნოლოგიები
- 2D დიზაინის შექმნა – პროგრამები და ხელსაწყოები
- მასალების თავისებურებები – ხის, პლასტმასის, მეტალის გამოყენება
- რობოტის კონსტრუქციების შექმნა – ზუსტი ჭრისა და აწყობის ტექნიკა
თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება
კლუბებში გაწევრიანების შესახებ, მოითხოვეთ კონსულტაცია და დამატებით დეტალებზე დაგიკავშირდებით
