სათაურის წაკითხვის შემდეგ, სკოლაში სწავლის პერიოდში მომავლის კარიერის არჩევა და დასაქმებაზე ფიქრი ძალიან ნაადრევად თუ მოგეჩვენებათ, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროში, ისტორიის და ბიოლოგიის სწავლის მიღმა, აუცილებელი გახდა ციფრული უნარების განვითარებაც, მათი სარგებელი სკოლის მოსწავლეებისთვის ფასდაუდებელია, სწორედ აქედან იწყება ტექნიკურ უნარების, კრიტიკული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაც, არ დაგვავიწყდეთ, რომ დღეს სკოლის მოსწავლეებისთვის კარიერული განვითარება უკვე ხვალინდელი სამუშაო გარემოს შესაფერისი უნარების გამომუშავებით იწყება
ალბათ ყველას გახსოვთ თქვენი მხიარული ბავშვობა, გაუთავებელი სირბილი და ბურთით თამაში მეგობრებთან ერთად, დღესდღეობით კი მოზარდები სახლში დარჩენას და კომპიუტერთან თამაშს არჩევენ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ გაჯეტებთან გახარჯული დრო მომავალი პროფესიის შესწავლისთვის?
სკოლაში სწავლის პარალელურად მოსწავლეებს მომავალი კარიერის შექმნისა და სამუშაოს დაწყებისათვის ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეუძლიათ. მთავარია, მშობლებმა მოიძიონ სწორი და დროული ინფორმაცია პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი პროფესიების შესახებ, რომელთა დაუფლებასაც წინაპირობად არ სჭირდება სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება
არჩევანი ხომ ძალიან დიდია, ახალგაზრდებს შეუძლიათ დაკავდნენ ფრილანსინგით და შესთავაზონ თავიანთი უნარები სხვადასხვა სფეროს საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი, სოციალური მედია მენეჯმენტი და სხვა. პლატფორმები, როგორიცაა Upwork, Fiverr და Freelancer აკავშირებს ფრილანსერებს კლიენტებთან მსოფლიოს ირგვლივ და ხდის შესაძლებელს იმუშაო პროექტზე სახლიდან
ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას – ინვესტირება IT განათლებაში ნიშნავს ინვესტირებას თქვენი შვილის წარმატებულ მომავალში!
განვიხილოთ, როგორ ავითარებს IT Academy STEP მოსწავლეების კარიერულ შესაძლებლობებს
IT სფეროს საოცარი უნარი აქვს აანთოს ბავშვი და გააუმჯობესოს მისი მიძინებული უნარები, რომლის გავითარებაც საჭიროა მომავალი პროფესიული კარიერისთვის. აქ შეძენილ ცოდნას მოსწავლეები რეალურ ცხოვრებაშიც აქტიურად იყენებენ, პროგრამირების სწავლით მოზარდები სწავლობენ რთული პრობლემების დაშლას მცირე, მართვად ნაწილებად. ეს უნარი გამოსადეგია ნებისმიერ პროფესიაში. ბაზისური პროგრამირების ცოდნა მოსწავლეს ეხმარება ლოგიკური აზროვნების განვითარებაში და მყარ საფუძველს უქმნის მომავალ კარიერაში იყოს წარმატებული
იქიდან გამომდინარე, რომ სფერო ძალიან დიდია, მოზარდებს და მათ მშობლებს შესაძლოა გაუძნელდეთ საწყისი ნაბიჯების განსაზღვრა, ჩვენ გირჩევთ, თუ რომელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ინტელექტუალური განვითარებისთვის შესაფერისი პროგრამული ენა, როგორიცაა Python, Ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს ის როგორც პირველი ენა და დაიწყოს სწავლა, ეს კონკრეტული ფართოდ გამოიყენება ყველა სფეროში, აქვს ძალიან მარტივი სინტაქსი, რაც ნიშნავს რომ მარტივი გასააზრებელი და აღსაქმელია ადამიანის თვალისთვის, Python მძლავრი იარაღია Web დეველოპმენტისთვის, მონაცემთა ანალიზისთვის, მანქანური სწავლების და ა.შ.
კოდის წერა და დებაგინგი ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს, რაც ეხმარება მოსწავლეებს ანალიტიკური უნარების განვითარებაში. ვებ-დიზაინი ან აპლიკაციების შექმნა, ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. IT სფერო გუნდურ მუშაობას მოითხოვს, რაც ახალგაზრდებში ზრდის ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს.
IT განათლება მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია, დროსთან შესაფერისი პროფესიის დაუფლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, აკადემია STEP აძლევს საერთაშორისო დონის განათლების მიღების შესაძლებლობას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სტეპი უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებასა და დასაქმებისთვის საჭირო “Hard” და “Soft” უნარების განვითარებას – IT აკადემია STEP-ის ფასდაკლებების პროგრამებიც აქვს, რაც მოიცავს სპეციალურად შეთავაზებებს მათთვის, ვისაც პროფესიის დაუფლება სურს ადრეული ასაკიდან და სკოლაში სწავლის პარალელურად ახალი, მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანი პროფესიის შესწავლა სურს
და ბოლოს
მოზარდების უშრეტი ცნობისმოყვარეობა, ინტერესი ტექნოლოგიებისა და ფიზიკა-მათემატიკის მიმართ არის რესურსი, რომლის ათვისებაც ყველა მშობლის ვალია, მიმართეთ თქვენი შვილის ცნობისმოყვარეობა პროფესიების ათვისებისკენ, რომლითაც არ დაისტრესება ახლა და არ ჩამორჩება დროს, დაგეგმეთ წარმატება დღეს, ის მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება!
IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს:
გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში, JavaScript, C#, HTML, CSS
გაეცანი სტეპ სკოლის პროგრამებს, ხოლო მიღების წესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის შესაძლებელია, ასევე, მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია.