სტეპ სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ IT აკადემია STEP-ს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

ავტორიზაციის მიზანი სტეპ სკოლის ინსტიტუციური შეფასება და დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაა. ავტორიზაციის სტანდარტი, ეს არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საგანმანათლებლო დაწესებულება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად. ავტორიზაციის პროცესი, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება.

IT აკადემია STEP უკვე 20 წელზე მეტია, რაც განათლების ბაზარზე ოპერირებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში. სტეპის ახალი, სასკოლო მიმართულება, კი სრულად ორიენტირებული და მორგებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებზე (VII-XII კლასი).

სტეპის სასკოლო მიმართულების მთავარი პრიორიტეტი, STEM და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაღრმავებული და ინტეგრირებული სწავლებაა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სხვა დისციპლინასთან ერთად.

სტეპ სკოლაში მიღება უკვე დაიწყო. აქ შექმნილია სწავლებისთვის კომფორტული და თანამედროვე გარემო, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ციფრული ტენოლოგიების შესაბამისი მოწყობილობებით, რაც მაღალი ინტელექტუალური ღირებულებების მქონე მოქალაქეების ჩამოყალიბებას და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნით უზრუნველყოფას მოემსახურება:

• თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი კომპიუტერი
• ციფრული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი საკლასო ოთახები
• მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო ლაბორატორიები
• თანამედროვე სპორტული დარბაზი

ეს ის მთავარი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტებია, რაც STEM და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაღრმავებულ სწავლებას და სტეპ სკოლის მისიის შესრულებას განაპირობებს.

გაეცანი სტეპ სკოლის პროგრამებს, ხოლო მიღების წესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის შესაძლებელია, ასევე, მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია.

სხვა სიახლეები