როგორც ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, პროგრესივიზმის პრინციპების იდეოლოგი ჯონ დიუი ამბობდა “ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი” – სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად სტეპ სკოლაში ლაბორატორიების შექმნას.
პროგრესივიზმის მიხედვით, წარმატებული სწავლებისთვის საუკეთესო მეთოდი ცოდნის გამოცდილების მიღებაა. დიუის აზრით, სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართულები თანამშრომლობის გზით ერთობლივი მიზნების, და როგორც საკუთარი, ასევე სხვების ინტერესების განხორციელებაში. დიუის სწამდა, რომ პედაგოგიური აქტივობა, რომელიც ამგვარად არის ორგანიზებული, შეგნებული, პასუხისმგებელი, დემოკრატი მოქალაქეების საუკეთესო მომზადების საწინდარს წარმოადგენს.
სტეპ სკოლა ფუნქციონირებას იწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უსაფრთხო ლაბორატორიები, რომლებიც სასწავლო პროცესში ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოსწავლისა და მასწავლებლისათვის. ასევე, სტეპ სკოლა აღჭურვილი თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი კომპიუტერით და შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახებით.
სტეპ სკოლის მისიაა მოამზადოს მაღალი ინტელექტუალური ღირებულებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნა ექნებათ და შეძლებენ, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებას – ეს კი ერთ-ერთი მთავარი უნარია წარმატებული კარიერის შესაქმნელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტეპ სკოლა განსაკუთრებით დიდ ყურადღებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და STEM მიმართულებით ამახვილებს, რის შედეგადაც მოსწავლეები, სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის კონკურენტუნარიანები იქნებიან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
სტეპ სკოლაში მიღება უკვე დაიწყო. გაეცანი სტეპ სკოლის პროგრამებს, ხოლო მიღების წესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის შესაძლებელია, ასევე, მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია.