ჩვენ შესახებ
2023 წლიდან აითი აკადემია სტეპი არის ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საბაზო და საშუალო საფეხურის (მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით) საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლის პრიორიტეტია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაღრმავებული და ინტეგრირებული სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სხვა დისციპლინასთან ერთად.
სკოლის წარმატება ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს პროფესიონალი პედაგოგების, თანამედროვე სასწავლო პროგრამების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სინთეზით პოზიტიური საგანამანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას. სწავლების ინოვაციური მიდგომებით სკოლა განსაკუთრებით საინტერესო გარემოს ქმნის მოსწავლეებისთვის, ვინც დაინტერესებულია საბუნებისმეტყველო საგნებისა და ციფრული ტექნოლოგიების საფუძვლიანი შესწავლით და კარიერის გაგრძელება სურს STEM საგნების, კომპიუტერული მეცნიერებების, სამედიცინო სფეროს ან ჯანდაცვის მიმართულებით.
მისია
სკოლის მისიაა მოამზადოს მაღალი ინტელექტუალური ღირებულებების მქონე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი მოქალაქეები, განსაკუთრებული აქცენტით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, რომლებიც სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის კონკურენტუნარიანი იქნებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მისიის მისაღწევად სკოლა:
- ქმნის ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო, პოზიტიურ, თანამშრომლობით სასწავლო-გარემოს და სასკოლო კულტურას;
- ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას;
- ზრუნავს მასწავლებლების და სხვა თანამშრომლების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე, როგორც აკადემიის ბაზაზე, ისე პარტნიორ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
- სასწავლო პროცესში ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას;
- მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო კურიკულუმს და საგანმანათლებლო რესურსებს;
- ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში;
- ქმნის არაფორმალური განათლების ხელშემწყობ გარემოს;
- ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, სწავლა-სწავლების ინტერაქტიური მიდგომების გამოყენებით, ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას;
- მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა და თანამშრომელთა ინიციატივების მხარდაჭერასა და წახალისებაზე.
ხედვა
სკოლის ხედვაა – საგანმანათლებლო სივრცეში დაიკავოს ღირსეული ადგილი გაცხადებული სპეციფიკის შესაბამისად და წვლილი შეიტანოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების დარგში, შესაბამისი დისციპლინების გაძლიერებული სწავლებით.
ხედვა
სკოლის ხედვაა – საგანმანათლებლო სივრცეში დაიკავოს ღირსეული ადგილი გაცხადებული სპეციფიკის შესაბამისად და წვლილი შეიტანოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების დარგში, შესაბამისი დისციპლინების გაძლიერებული სწავლებით.
ღირებულებები
- ინოვაციის გზით სვლა;
- სწრაფვა სრულყოფილებისაკენ;
- პიროვნების თავისუფალი განვითარება სწავლის საშუალებით;
- გლობალური მოქალაქეობა.
ღირებულებები
- ინოვაციის გზით სვლა;
- სწრაფვა სრულყოფილებისაკენ;
- პიროვნების თავისუფალი განვითარება სწავლის საშუალებით;
- გლობალური მოქალაქეობა.
თუ გაქვთ კითხვები
თავისუფლად იგრძენი თავი, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები და მოითხოვე კონსულტაცია.